воскресенье, 20 декабря 2009 г.








პროექტის სახელი
:DO YOU WORRY ABOUT THE ENVIRONMENT?







პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:
პროექტი ეხება მსოფლიოში ერთ-ერთ გლობალურ საკითხს-გარემოს დაბინძურება.ამ პრობლემის გაგება, გააზრება და განხილვა უცხო ენის მეშვეობით ხელს შეუწყობს მოსწავლეების ინტერპერსონალურ პიროვნებად ჩამოყალიბებაში.
პროექტის სრული აღწერა: პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას მოცემულ თემაზე. მათ ექნებათ შესაძლებლობა გაითავისონ ყველა ის გლობალური პრობლემა, რომლის წინაშე დგეს დგას მსოფლიო. ამ პროექტის მეშვეობით მოსწავლეები მოიძიებენ სხვადასხვა ინფორმაციას ინტერნეტის გამოყენებით და შესაბამისი ლიტერატურის გაცნობით.კვლევა-ძიება,დამატებით ლიტერატურაზე მუშაობა,კომპიუტერულად ინფორმაციის დამუშავება,ჯგუფური მუშაობის პრინციპის გათავისება,ლექსიკური მარაგის გამდიდრება კითხვის,მოსმენის,წერის,გააზრების და მეტყველების უნარ-ჩვევების გამოყენებით.ეს პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს გაიაზრონ,რომ ისინი სამყაროს ნაწილი არიან და თითოეულმა მათგანმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ამ გლობალური საკითხის მოგვარებაში.თითოეული მათგანი უნდა ჩამოყალიბდეს ინტერპერსონალურ პიროვნებად.
მონაწილეთა ასაკი: 15-17წელი
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინფორმაციის მოძიება,ბუკლეტების,web-გვერდის შექმნა,დისკუსიის გამართვა,კითხვარების შედგენა,მოძიებული მასალის ანალიზი,პრეზენტაცია,ელექტრონული ჟურნალის შექმნა,რუკების და ცხრილების შედგენა და მათი გამოფენა სკოლაში.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაცშეიძლება,შეიქმნას: მოსწავლეები შექმნიან ალბომებს,ბუკლეტებს,ბლოგს,რუკებს,ცხრილებს,განსაზგვრავენ მიმართულებას ამ საკითხის განხილვაში.ჯგუფური მუშაობის პრინციპი,ურთიერთთანამშრომლობა და კომუნიკაბელურობა მთავარი მონაპოვარი იქნება ამ პროექტზე მუშაობისას.დამხმარე ლიტერეტურის მოძიება,დისკუსიის გამართვა და ინტერნეტის აქტიური გამოყენება-ესეც ამ პროექტის მონაპოვარია.
სარგებელი სხვებისთვის:ამ პროექტზე მოუშავე მოსწავლეები უამრავ ინფორმაციას მიაწოდებენ საზოგადოებას(სკოლას,თემს) გარემოს დაცვის აქტუალურობის შესახებ.
იხილეთ ბმული
სამუშაო ენა:ინგლისური და ქართული
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:არავინ
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: 1.გეოგრაფია. 2.ბიოლოგია 3.ხელოვნება
პროექტის ფასილიტატორი:ნინო ფხაკაძე
ფასილიტატორის ელ.ფოსტა:vasilika72@mail.ru
პროექტის ფორუმი-
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:ninopkhakadze.blogspot.com.